გამოცემა ველტი პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსული დრონების ინციდენტთან დაკავშირებით, ნატოში უსაფრთხოების საკითხებზე გამართული შიდა ბრიფინგის დეტალებს ავრცელებს
გამოცემა წერს, რომ გამოძიების მიხედვით, ხუთი რუსული დრონი ნატოს ბაზისკენ მიფრინავდა, რომელიც უკრაინაში სამხედრო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს. პოლონეთის საჰაერო სივრცისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის დასაცავად, საფრანგეთმა “რაფალის” ტიპის სამი გამანადგურებლის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ განცხადება იქსზე ემანუელ მაკრონმა გაავრცელა