ჩარლი კირკის სავარაუდო მკვლელის დამატებითი ფოტოები გამოაქვეყნდა
გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ მოპოვებული ვიდეო მასალიდან ირკვევა, რომ თავდამსხმელი კამპუსის ტერიტორიაზე ღონისძების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა, შენობის სახურავიდან გასროლის შემდეგ კი, დანაშაულის ადგილიდან მეზობელ რაიონში მიიმალა. მკვლელობის იარაღთან და ვაზნებთან ერთად, ასევე მოპოვებულია ტრასოლოგიური სამხილები, მათ შორის თავდამსხმელის ფეხსაცმლის, მხრისა და ხელის ანაბეჭდი. გამოძების ფედერალურმა სამსახურმა ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაციისთვის ჯილდოდ, 100 ათასი დოლარი დააწესა.
