გარემოს დაცვის პოლიტიკა
და რა ხდება წინასაარჩევნოდ სახელისუფლებო პარტიაში? კახა კალაძე აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებს. დღეს თბილისის მოქმედმა მერმა და მერობის კანდიდატმა საზოგადოებას გარემოს დაცვის პოლიტიკის კუთხით დაგეგმილი პროექტები გააცნო. მაგალითად, დღეს გაირკვა, რომ საქართველოში პირველად ჩამოყალიბდება ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მართვის ორგანო. ასევე დაჩქარებული ტემპით იგეგმება ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა, არსებული ზოოპარკის ადგილას კი მწვანე სივრცე მოეწყობა, რომელიც მზიურს დაუკავშირდება.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
