საზოგადოებრივი კვლევის შედეგები
ის, რაც მმართველი გუნდისთვის და საზოგადოების უმრავლესობისთვის რეალობაა, რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელია. ეს იმედის დაკვეთით, გორბის მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებებიდანაც ჩანს. ოპოზიცია საკუთარ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას კვლევის შედეგების იგნორირებით გაურბის. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. საველე სამუშაო 11-დან 20 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. საერთო ჯამში, 2 ათას 300 ადამიანი გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი, პლუს-მინუს სამი პროცენტია. წარმოდგენილი მონაცემები შეწონილია, როგორც დემოგრაფიული, ასევე პოლიტიკური წონით და წარმოდგენილია სავარაუდო ამომრჩევლის ჭრილში, ანუ წარმოდგენილი შედეგები ემყარება მხოლოდ იმ რესპონდენტების პასუხებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
