დაკავებულია ხაბეიშვილი - ზოდელავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავაც დააკავა. ხაბეიშვილის შემთხვევაში, საქმე ეხება მოხელეებისთვის ქრთამის დაპირებას საჯაროდ და არაერთხელ, ზოდელავა დაკავებისას ხაბეიშვილს ახლდა თან. როგორც უწყებაში განმარტეს, მან სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სამსახურის თანამშრომელს დაესხა თავს.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
