კრწანისში, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში ნატოს სწავლების დაგეგმარების კურსი გაიხსნა
საერთაშორისო კურსი თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ და ჯეიტეკის მეთაურმა გახსნეს. ერთკვირიან კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. 34 მსმენელიდან 16 ქართველი, ხოლო 18 უცხოელი სტუდენტია. ისინი ნატოს დოქტრინის მიხედვით ნატოს სწავლების დაგეგმვის პროცესს გაეცნობიან. სწავლების დასრულების შემდეგ კი, მათ ნატოს სერტიფიკატები გადაეცემათ.