თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა
განსაკუთრებით დაზიანდა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ინფრასტრუქტურა. სამუშაოებით თბილისის მერი, კახა კალაძე დაინტერესდა. შპს "თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომლები აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებენ, რომლის დასრულების შემდეგაც ტერიტორია დასუფთავდება და მოძრაობა აღდგება.