სტივ კოენი:სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარ აქტს“
სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარ აქტს“. ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ კოენმა ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განაცხადა და ამ ფაქტის გამო წუხილიც არ დაუმალავს. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ეს სინამდვილეში მტრული აქტია ქართველი ხალხისა და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, მისი არ მიღება ამერიკის საკანონმდებლო ორგანოს პრესტიჟის საკითხია.