ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოვლინებად აფასებენ ჩარლი კირკის მკვლელობას "ქართულ ოცნებაში"
მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი. მიხეილ ყაველაშვილი წერს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობის თანამონაწილეა ყველა ის ადამიანი, რომელიც ახალისებს ძალადობას. პრემიერ მინისტრი კი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცივილიზებულ სამყაროში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის.