მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "გორბის" კვლევის შედეგები რეალობას ასახავს
რეალობა კი არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ და კახა კალაძეს თვითმმართველობის არჩევნებზე კონკურენტი პრაქტიკულად არ ჰყავთ, ოპოზიციური პარტიები კი ურესურსოდ არიან დარჩენილები. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა ორი ათას 300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი პლუს მინუს სამი პროცენტია.