სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა
ორი კილოგრამი და ოთხასი გრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენია ამოღებული ავტომობილიდან, რომელმაც უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო გამშვებ პუნქტ სარფის გავლით, ქვეყანაში შემოვიდა.

სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები