“ტავ ჯორჯია” საქართველოში საქმიანობის ოცი წლისთავს აღნიშნავს
“ტავ ჯორჯია” საქართველოში საქმიანობის ოცი წლისთავს აღნიშნავს. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია ტავ ჯორჯიამ 20 წლის განმავლობაში ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტის აშენებასა და განვითარებაში 230 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა და 500 მლნამდე ლარი სახელმწიფო გადასახადის სახით გადაიხადა.
