რუსული დრონები პოლონეთში
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, მოსკოვის დაუდევარ ქმედებად აფასებს. საფრენი აპარატები საჰაერო თავდაცვამ მალევე ჩამოაგდო, ახლა კი ინციდენტზე გამოძიება მიმდინარეობს. ვარშავა ალიანსის ფორმატში კონსულტაციებს ითხოვს. განცხადებას ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც, სადაც ნათქვამია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ობიექტების განადგურება არ იგეგმებოდა და პოლონურ მხარესთან ინციდენტის შესწავლის მიზნით, თანამშრომლობისთვის მზად არიან.
