გახოკიძის განახლებული ქუჩა
თბილისში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულებულია. სრულად განახლდა მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყო სანიაღვრე სისტემა. ასევე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათების სისტემა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 24 მილიონი ლარი შეადგინა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე და ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე გაეცნენ.

სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები