თენგიზ კორაშვილი თავისუფალია
საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ, 19 მაისს უკანონოდ დაკავებული თენგიზ კორაშვილი თავისუფალია. ის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად აქტიურად მუშაობს.
