შეხვედრა სუსის ხელმძღვანელთან
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სახალხო დამცველს შეხვდა. მამუკა მდინარაძემ ლევან იოსელიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე ასევე ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა და სახალხო დამცველმა, ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.