პროგნოზირებული პასუხი
ეუთო/ოდირი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში მისიას არ გზავნის. საერთაშორისო დამკვირვებელთა პასუხი მმართველი გუნდისთვის დიდი სიურპრიზი არ ყოფილა. ხელისუფლება ვარაუდობდა, რომ ორგანიზაცია წარსულის გამოცდილებით, ზეწოლას და ბულინგს თავს აარიდებდა. სწორედ ეუთო/ოდირი გახდა წაგებული ოპოზიციის მთავარი სამიზნე, საპარლამენტო არჩევნების შეფასების გამო. ამ არჩევნებზე კი ორგანიზაციის მხარდამჭერებად იქცნენ. რაც შეეხება ეუთოს მიერ წარმოდგენილ არგუმენტს, არჩევნებამდე დარჩენილი დროის არასაკმარისობის შესახებ- ამას „ქართული ოცნება“ საერთაშორისო პრაქტიკით პასუხობს.
სიუჟეტის ავტორი: ანა ჩხიკვაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
