საფრანგეთში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები გრძელდება
საფრანგეთში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები გრძელდება. დაპირისპირება ქვეყნის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად მიმდინარეობს. მათ შორის პარიზშიც. „როიტერსის“ ცნობით, პოლიცილებმა 250-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. დემონსტრაციის მონაწილეები საავტომობილო გზების, მაგისტრალებისა და საჯარო დაწესებულებების ბლოკირებას ცდილობენ, აზიანებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. პოლიცია მათ ცრემლსადენი გაზით, წიწაკის სპრეითა და ხელკეტებით არბევს. სამოქალაქო მოძრაობა „დაბლოკე ყველაფერი“ საფრანგეთში მაკრონის მიერ ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნასაც აპროტესტებს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია. მოქლაქეები უკმაყოფილეობი არიან გადასახადების მომატებით და მათი ნაწილი გამოსავალს მაკრონის გადგომაში ხედავს.
