ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ
ევროპარლამენტარები ევროკომისიის პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ. ურსულა ფონ დერ ლაიენს თანამდებობის დატოვებისკენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დეპუტატმა პირდაპირ მოუწოდა. ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიური სიტყვით გამოსვლის შემდეგ დებატები გაიმართა. ევროპარლამენტართა ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა ურსულა ფონ დერ ლაიენის პოლიტიკა. მას ევროპისა და დემოკრატიის უკუსვლაში დასდეს ბრალი და აღნიშნეს რომ ფონ დერ ლაიენი ევროკავშირს უფსკრულისკენ მიაქანებს.
