პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ნატოს წევრ სახელმწიფოებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. დონალდ ტუსკის განცხადებით, ვარშავა უნდა დაიცვან რეალური საფრთხისგან, რომელიც რუსეთიდან მოდის. პოლონეთის პრემიერი განმარტავს, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრა და მათი ჩამოგდება პოლიტიკურ სიტუაციას ცვლის და საჭიროა ალიანსის კონსულტაციები მეოთხე მუხლის ფარგლებში. ტუსკი აცხადებს, რომ ალიანსი ომის ზღვარზე ჯერ არ არის თუმცა ვითარება საკმაოდ სახიფათოა.
