ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს და მომხდარს მოსკოვის დაუდევარ ქმედებას უწოდებს
ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთის დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გმობს და მომხდარს მოსკოვის დაუდევარ ქმედებას უწოდებს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსის ძალებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ტერიტორია წარმატებით დაიცვეს. გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ რუსული დრონების ჩამოგდება პოლონეთის, იტალიის, ნიდერლანდებისა და გერმანიის საჰაერო თავდაცვითი ძალებით ერთობლივად შეძლეს.
