ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა
ინფრასტრუქტურის მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა. მინისტრმა და სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელებმა, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნეს სამინისტროს სისტემაში განხორციელებული სიახლეები, მიმდინარე პროცესები და სტრატეგიული გეგმები, მათ შორის, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელება უახლოეს პერიოდში დაიწყება.ბიზნესასოციაციის წევრებმა სამინისტროს გუნდს გაუზიარეს კერძო სექტორში არსებული გამოწვევები და ისაუბრეს იმ საკითხებზე, რომლებიც ურთიერთთანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანია.
