განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, ერთი ადამიანია დაკავებული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ბრალდებით, ერთი ადამიანია დაკავებული. პროკურატურამ მას ბრალდება უკვე წარუდგინა. დაკავებული წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი „მცენარე კანაფი“ ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.