თელავის უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი დაათვალიერა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო განათლების მინისტრი
თელავის უნივერსიტეტის ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი დაათვალიერა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო განათლების მინისტრი. გივი მიქანაძემ დაათვალიერა უნივერსიტეტის კვლევითი ლაბორატორიები, ღვინის მარანი და სპორტული დარბაზი, რომლის სრული განახლებისთვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 495 000 ლარი გამოყო. სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება მესამე სასწავლო კორპუსის ინფრასტრუქტურის განახლებაც.
