ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება - ოფიციალურ მიზეზად მათი მხრიდან, ვადები დასახელდა
ეუთო/ოდირი თვითმმართველობის არჩევნებს არ დააკვირდება, ოფიციალურ მიზეზად მათი მხრიდან, ვადები დასახელდა. ეს გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სადამკვირვებლო მისია მოიწვია, იმედი გამოთქვა რომ მრავალჯერადი შეურაცხყოფისა და ზეწოლის მიუხედავად, ეუთო/ოდირი საქართველოში სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნისგან თავს არ შეიკავებდა.