თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში ამ დროისთვის 19 სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული
თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოში ამ დროისთვის 19 სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს კიდევ ხუთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა, მათგან სამი საერთაშორისო, ხოლო ორი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. ცესკოში განმარტავენ, რომ ორგანიზაციები, მოწვეულები არიან მათ შორის ევროპიდან, შესაბამისად საკითხზე სპეკულაციები მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას ემსახურება.