პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს მის მიმართ, როგორც ელჩისადმი. ასევე წერს რომ გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას და საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება. „ქართული ოცნების“ შეფასებით, გერმანიის ელჩმა წითელი ხაზები გადაკვეთა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დიპლომატი საერთაშორისო პრინციპებს არღვევს და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ერევა.