ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის და ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრეს. მმართველი გუნდის განცხადებით, იმ ფონზე, როცა მსოფლიოს სხვა ქვეყნები ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებს ცდილობენ, საქართველოს კრიტიკა იმავე სურვილისთვის ორმაგი სტანდარტია. საქართველოში ჩინურ ინვესტიციებს ასახელებს მთავარ პრობლემად ჰელსინკის კომისია, რომლის თანათავმჯდომარე ჯო ვილსონია. მოსმენა ვაშიგტონში დღეს გაიმართება, საქართველოს წინააღმდეგ მოწმეებად კი მიწვეული არიან სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი.