ევროკომისიის მონაცემებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ევროკომისიის მონაცემებით, კორუფციის არარსებობის ინდექსით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია. საქართველომ შეფასების ას პროცენტიანი სისტემით 67% მიიღო, მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 14 სახელმწიფოს იტალიას, ხორვატიას, საბერძნეთს, სლოვენიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, უნგრეთს, ბულგარეთს, მალტას, კვიპროსს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთსა და ალბანეთს. ევროპაში კორუფციის სიმცირით დანია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს. კვლევამ ევროპის ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებიც გამოვლინა. ევროპაში კორუფციის სიდიდით პირველ ადგილზე უკრაინა გავიდა, მეორეზე ალბანეთი, ევროპაში მესამე ქვეყანა კი მოლდოვაა. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათავო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებშია.