სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა. სუს-ის ხელმძღვანელმა ომბუდსმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრიორიტეტები გააცნო. მამუკა მდინარაძემ და ლევან იოსელიანმა ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება.