წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა სამართალდარღვევაა - მმართველი გუნდი ოპოზიციას და მათ აქტივისტებს კანონისკენ მიუთითებს
წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლა სამართალდარღვევაა. მმართველი გუნდი ოპოზიციას და მათ აქტივისტებს კანონისკენ მიუთითებს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მიზანმიმართული პროვოკაციის მიზანი, წინასაარჩევნოდ პროცესების ხელოვნურად გამწვავების მცდელობაა. აქციის მონაწილეები გუშინ ისევ კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ. იყო შეურაცხმყოფელი შეძახილები, ცდილობდნენ ოფისში მყოფი ადამიანების პროვოცირებას. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საარჩევნო ბანერი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.