GORBI-ის კვლევა
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. პარტიული რეიტინგების, სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობისა და ქვეყნის განვითარების შესახებ მონაცემებს, დღეს 20:00 საათზე მთავარ გამოშვებაში გაგაცნობთ. კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2 300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3%-ია.