პოლონეთის საჰაერო სივრცეში, რუსული საჰაერო დრონების შეჭრას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ფართომასშტაბიან პროვოკაციად აფასებს
დონალდ ტუსკის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირველად არიან ასე ახლოს სამხედრო კონფლიქტთან. ტუსკი აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსული დრონები ნატოს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. შესაბამისად, პოლონეთი და მისი მოკავშირეები ამ სიტუაციას სერიოზულად ეკიდებიან. პრემიერ-მინისტის განცხადებით, ამოქმედდება ნატოს მეოთხე მუხლი, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციას გულისხმობს. ქვეყნის პრეზიდენტმა კი ინციდენტს ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და პოლონეთის უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო მომენტი უწოდა.