ლივერპულში კრივის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალისები გამოვლინდნენ
საქართველოს ნაკრების წევრებმა ლაშა გურულმა და გიორგი ყუშიტაშვილმა 2-დან 2 ბრძოლა მოიგეს და მედლების მოპოვებამდე თითო გამარჯვება სჭირდებათ. დღეს ლაშა გურული ინდოელის წინააღმდეგ გამოვა. ყუშიტაშვილი კი მეოთხედფინალს 12 სექტემბერს გამართავს.