ევროპელი ლიდერები პოლონეთის საჰაერო სივრცეში რუსული დრონების შეჭრას გმობენ
საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთს დაუდევარი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაკრონი ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრას გეგმავს და აცხადებს, რომ ალიანსის წევრების უსაფრთხოებაზე კომპრომისი არ იქნება. რუსული დრონების პოლონეთში შეღწევას ევროკომისიის პრეზიდენტმა დაუდევარი და უპრეცედენტო უწოდა. ვიცე პრეზიდენტმა კაია კალასმა კი აღნიშნა, რომ ომი კი არ სრულდება, არამედ მისი ესკალაცია ხდება. ნატოს პრესსპიკერი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით გენერალური მდივანი მარკ რუტე პოლონეთის ხელისუფლებასთან კონსულტაციას გადის.