"ქართული ოცნების" შეფასებით, გერმანიის ელჩმა წითელი ხაზები გადაკვეთა
ამჯერად, პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას გამოხატავს მის მიმართ, როგორც ელჩისადმი. ასევე წერს რომ გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას და საპირისპიროს მტკიცება არასწორია, სიმართლეს არ შეესაბამება. მმართველ გუნდში კი ელჩს გაუხსენეს ყველა ის ფაქტი რომელიც დიპლომატიას სცდება.
