ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია გორბიმ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა
პარტიული რეიტინგების, სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობისა და ქვეყნის განვითარების შესახებ მონაცემებს დღეს 20 საათზე, მთავარ გამოშვებაში გაგაცნობთ. კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი პლუს მინუს სამი პროცენტია.