ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა პირველი შეხვედრა ჩაატარა
ქუთაისში, რამაზ სვანაძის გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდა და ფრედ - 1-1 ითამაშა. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 10 ოქტომბერს ლატვიას, ხოლო 14-ში მალტას დაუპირისპირდება. ევრო 2027-ის ფინალური ეტაპი კი ალბანეთსა და სერბეთში გაიმართება.
