დონალდ ტრამპმა, ევროკავშირს ინდოეთიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ას პროცენტიანი ტარიფების დაწესებისკენ მოუწოდა
ინფორმაციას „ფაინანშალ ტაიმსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ლიდერმა ეს მოთხოვნა ვაშინგტონში შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების შეხვედრისას წამოაყენა. შეხვედრაზე მხარეები მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდის საკითხს განიხილავდნენ.
