ნატოში ამერიკის ელჩის განცხადებით, უკრაინა სავარაუდოდ, მზად არის რუსეთთან ომი ფრონტის ამჟამინდელი ხაზის გასწვრივ გაყინოს, თუ მას უსაფრთხოების სანდო გარანტიებს მისცემენ
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები და თავდაცვის შესაძლებლობებია. გარანტიების უზრუნველსაყოფად კი, უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების ყოფნა მნიშვნელოვანია.
