კატარის პრემიერის განცხადებით, ისრაელის თავდასხმა, რომელიც კატარის ტერიტორიაზე მოხდა, ტერორისტული აქტია, რომელიც ბენიამინ ნეთანიუაჰუმ განახორციელა
მისი თქმით, მოსალოდნელი შეტევის შესახებ შეტყობინება კატარმა შეერთებული შტატებისგან დაგვიანებით მიიღო. ამასთან, კატარის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ისრაელის ქმედებების მიუხედავად, კატარი მოლაპარაკებებში შუამავლის ფუნქციაზე უარს არ იტყვის და რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად ძალისხმევას განაგრძობს. ისრაელის სამიზნე კატარში მყოფი „ჰამასის“ ხელმძღვანელობა გახდა.