პოლონეთის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული დრონები გაანეიტრალეს, რომლებმაც უკრაინაზე თავდასხმის დროს ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს
განცხადება პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა სარდლობამ გაავრცელა. უწყებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა. დროებით დაკეტილი იყო აეროპორტები. ოპერაციის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა, რომელმაც მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია. გამოცხადებულია რეზერვისტების დაჩქარებული მობილიზაცია. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ნატოს გენერალური მდივანიც.
