შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან სარეალიზაციოდ განთავსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობის - ერთ კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღეს. ამოღებულია დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტრო სასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.