საფრანგეთი მთავრობის გარეშე
ეკონომიკური პრობლემები საფრანგეთში ამ ქვეყნის მთავრობას ძვირად დაუჯდა. ეროვნულმა ასამბლეამ მაკრონის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. თუმცა პროცესი ამით არ სრულდება. კრიზისის ფონზე, ხვალ საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებია დაგეგმილი. არ არის გამორიცხული, დღის წესრიგში პრეზიდენტ მაკრონის გადადგომის საკითხიც დადგეს.
