განახლებული ქუჩები
დედაქალაქში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა. ვაკეში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩები სრულად განახლდა. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო საგზაო, გარე განათების, წყალმომარაგების, სანიაღვრე და სხვა საკომუნიკაციო სისტემები. ასევე დაირგო ორასამდე ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. სამუშაოების საერთო ღირებულება 24 მილიონი ლარია.

სიუჟეტის ავტორი: რატი მეტრეველი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები