ქონების პრივატიზების სტანდარტი
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. სიახლე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებას ან გაცვლას ეხება. უფრო ზუსტად კი, ახალი რეგულაციით დაკონკრეტდება, რა შემთხვევებში და რა წინაპირობების არსებობისას იქნება შესაძლებელი ამა თუ იმ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან გაცვლა. კანონპროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მომზადდა.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ბუღაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
