საფრანგეთში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, მემარცხენე და მემარჯვენე ოპოზიციური პარტიები ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ
პარლამენტის მიერ ფრანსუა ბაირუს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების შემდეგ, მემარცხენე პარტია „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ კანომდებლები ამბობენ, რომ ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა პრეზიდენტის გადადგომაა. პოლიტიკურ კრიზისს გამოეხმაურა ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერიც. მარი ლე პენის განცხადებით, ის მაკრონის მიერ შეთავაზებული მთავრობის წინააღმდეგი იქნება. ლე პენი აღნიშნავს, რომ მაკრონის შერჩეული პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს ენაცვლებიან, ხასიათითაც ყველა ერთმანეთს წაგაავს და, რაც მთავარია, წინამორბედების შეცდომებიდან სწორი დასკვნები ვერ გამოაქვთ.
