საფრანგეთში, პოლიტიკური კრიზისის ფონზე, 10 სექტემბერს მასშტაბური საპროტესტო აქციები იგეგმება
აქციის ორგანიზატორია მოძრაობა „დავბლოკოთ ყველაფერი“, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო, მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ სოციალური ქსელების მეშვეობით მოუწოდებს. დემონსტრაციებში მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიული კავშირებიც მიიღებენ. აქციის მიზანი სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ხელისუფლების ყურადღების გამახვილებაა. აქციის ორგანიზატორები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში 100 ათასზე მეტი დემონსტრანტის გამოსვლას ვარაუდობენ.
