უკრაინისთვის პოტენციური უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე ევროპარლამენტში მწვავე დებატები გაიმართა
ევროდეპუტატების ნაწილმა მკაცრად გააკრიტიკა ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტი კაია კალასი, კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების ინიციატივების გამო. პოლონელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა უკრაინელი მამაკაცები, საკუთარი ქვეყნის დაცვის ნაცვლად, პოლონეთის ქუჩებში ერთობიან. მან უკრაინას უმადური და კორუმპირებული უწოდა. გერმანელმა დეპუტატმა კი ვოლოდიმირ ზელენსკის კორუმპირებულობასა და მის ავტოკრატიულ ქმედებებს გაუსვა ხაზი.
