პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 10 სექტემბერს, დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა
რიგაში გაფრენისა და ისტორიულ მატჩზე დასწრების მსურველთა მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 10 სექტემბერს, დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი დანიშნა. სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კვლავ 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა თიქეთფლაი ჯიზე დაწყებულია.
